Thursday, May 1, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

 დასრულდა ინტელის ტრენინგი. დღევანდელ დღეს  ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს  საბოლოო პრეზენტაცია ჩვენ განვიხილეთ და მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტციები. მივეცით ერთმანეთ რჩევები , შევიტანეთ კორექტირებები და გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე. ინტელის ტრენინგმა დიდი გამოცდილება მომცა პროექტების მომზადების კუთხით. ვიმედოვნებ რომ ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პროექტში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ესეთი გულიანი დამოკიდებულებისათვის ჩვენდამი და მადლობა ზოგადად ამ პროექტრ, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგის განვითარებას.

Wednesday, April 30, 2014

მერვე დღის რეფლექცსია

დღევანდელი დღე მეტად სახალისო  გამოგვივიდა. ბლოგებზე ანიმაციების , ლინკების , გაჯეტების, კითხვარების  დადება ძალაინ საინტერესო გამოვიდა იმ მხრივ , რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება პრაქტიკული და მოსახერხებელი. მე ვფიქრომ რომ ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემ სასიკეთოდ. ასევე დღეს გადავავლეთ უკვე თვალი ჩვენს ნამუშევრებს . უკვე მივდივართ ფინალისკენ ჩვენი ნაშრომები უკვე იხილავს დღის სინათლეს :) :)

Thursday, April 24, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ განვიხილეთ მეტად საინტერესო მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენების მეთოდები. რაც მე ვფიქრობ , რომ საგაკვეთილო პროცესში მოახერხო და გამოიყენო ეს ინდივიდუალური მეთოდები მეტად ეფექტური და საინტერესოა, პირველ რიგში ყველა დონის მოსწავლის კატეგორიისთვის.
ასევე გავაკეთეთ პრეზენტაცია, შევავსეთ და ვასრუყოფილებთ პროექტის გეგმის შაბლონს. დღევანდელი დღე წინა დღესავით პროდუქტიული და ნაყოფიერი ჩვენი პროფესიული წინსვლისათვის.
პროექტის გეგმა


Wednesday, April 23, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


   დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ ერთმანეთის მოსწავლის გეგმის პრეზენტაცია. გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები , რომელიც მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება.
დღეს შევქმენით მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკა , რომელიც არამარტო ამ ტრენინგზე არამედ მუდამ გამოგვადგება  მოსწავლის შემაჯამებელ წერაში ობიექტურად შეფასებისთვის. რაც მთავარია ასევე დღეს უკვე ჩვენი პროექტის შეჯამების რუბრიკა შევქმენით ჩვენს პროექტზე მორგებული. მიზნამდე სულ რაღაც რამდენიმე გაკვეთილი გვაშორებს, იმედია ესე ენთუზიაზმით გავაგრძელებთ ბოლომდე.

Wednesday, April 16, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, თუ როგორ და რატომ უნდა იყოს ავტორის უფლებები დაცული. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და ერთ გაკვეთილს აუცილებლად დავუთმობდი და შთავაგონებდი მოსწავლეებს ამ უფლებებს.  ასევე მე ვფიქრობ რომ ინტერნეტში მოძიებული სურათები თუ ნებისმიერი მასალა ლინკით და სათაურით უნდა იყოს მითითებული.   საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სიამოვნებით კომენტარს როგორს ტექსტურ რედაქტორში ასევე googl -ის დოკუმენტში. მოსწავლეებს ვასწავლიდი ამ კომკენტარებით თუ როგორ უნდა შეაფასონ და მიიღონ სასურველი რჩევები ერთმანეთისგან. კომენტარების საშუალებით მე ვფიქრობ საუკეთესო მითითებების მიღება შეგვიძლია არა მარტო მოზარდებს არამედ დიდებსაც.
გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Wednesday, April 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია

  მესამე დღეც არანაკლებ  საინტერესო გამოგვივიდა. უკვე ვიწყებთ ჩვენი თემის გაანალიზებას და განხილვას თუ რამდენად მოვურგებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს ჩვენს მიერ შერჩეულ საკითხს. საინტერესოა როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი სტანდარტების გათვალისწინებით და მიმართულების მიმცემი კითხვების  და საკვანძო კითხვების ფორმულირებით მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა. დეტალურად განვიხილეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური, და შინაარსობრივი შეკითხვები  და დავიწყეთ ყოველივე ამ საკითხების გათვალისწინებით  პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.......
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
თემატური კითხვები
რა გავლენა იქონია ტექნოლოგიებმა XXI საუკუნის ადამიანზე?
შინაარსობრივი                         კითხვები
 პირველად სად გამოიგონეს კომპიუტერი?

Thursday, April 3, 2014

მეორე დღის რეფლექსია

  მეორე დღეც მეტად დატვირთული გამომოგვივიდა. სიახლე იყო ბუკლეტების შექმნა და მისი გამოყენება . ადამიანი თავად ხდები ყოველივე იმ შემოქმედების შემქმნელი , რომელიც შენთვის ადრე  თითქოს წარმოუდგენელი გასაკეთებელი  იყო.
ელექტრონული ფოსტის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახერხებლად გამოყენება, იმ წვრილმანების დეტალურად განხილვა, რომელიც ადრე ყურადგების მიღმა რჩებოდა.
ტექსტური რედაქტორის გახსენება .