Wednesday, April 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია

  მესამე დღეც არანაკლებ  საინტერესო გამოგვივიდა. უკვე ვიწყებთ ჩვენი თემის გაანალიზებას და განხილვას თუ რამდენად მოვურგებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს ჩვენს მიერ შერჩეულ საკითხს. საინტერესოა როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი სტანდარტების გათვალისწინებით და მიმართულების მიმცემი კითხვების  და საკვანძო კითხვების ფორმულირებით მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა. დეტალურად განვიხილეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური, და შინაარსობრივი შეკითხვები  და დავიწყეთ ყოველივე ამ საკითხების გათვალისწინებით  პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.......
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
თემატური კითხვები
რა გავლენა იქონია ტექნოლოგიებმა XXI საუკუნის ადამიანზე?
შინაარსობრივი                         კითხვები
 პირველად სად გამოიგონეს კომპიუტერი?

1 comment:

  1. ზოგადი კითხვა ძალიან მომეწონა. ის ასახავს გლობალურ საკითხს, რაც მრავალმხრივად შეიძლება იქნას გაგებული. რაც შეეხება შინაარსობრივ კითხვას, კარგი იქნებოდა რამდენიმე ყოფილიყო საკითხის უკეთ წვდომისთვის.

    ReplyDelete